„ინდიანა პეისერსის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე „დეტროიტ პისტონსთან“ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც გოგამ „ვაშინგტონ ვიზარდსთან" შეხვედრაში მიიღო. ამერიკული მედიის ინფორმაციით ბითაძეს ტვინის შერყევა აქვს და 9 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ აქვე გეტყვით, რომ ბითაძე მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.2 წუთს თამაშობს, 6.7 ქულას, 5 მოხსნას, 1.5 პასსა და 2.2 დაფარებას აგროვებს.