11:46
9 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
გიფიქრიათ, რატომ მოძრაობს ესკალატორის სახელური უფრო სწრაფად, ვიდრე საფეხურები?
17-02-2020

ყველა ადამიანი შეამჩნევდა, რომ მეტროში ესკალატორზე სახელური უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე კიბეები. სახელური ზოგჯერ სწრაფად მოძრაობს, ზოგჯერ შედარებით ნელა, თუმცა არც ერთი ჩვენგანი დაფიქრებულა, რატომ ხდება ეს.
სახელური და საფეხურები ერთი სიჩქარით რომ მოძრაობდეს, კიბიდან გადმოსვლის დროს მგზავრები სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ.
მიზეზი ინერციაა - მოძრავი საფეხურებიდან გადმოსვლისას სხეულის სიჩქარე საკმაოდ მაღალია. ამ მომენტში რომ არ გაუშვათ ხელი სახელურს, შეიძლება დაკარგოთ წონასწორობა და დაეცეთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სახელური
იმავე სიჩქარით მოძრაობს, როგორც საფეხურები. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ სახელური 2-5%-ით სწრაფად მოძრაობს. ეს პარამეტრები ტექნიკურ რეგლამენტშია გაწერილი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები