„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით სპეკულაციებია. ვოლსკის განმარტებით, „რუსულ მხარეს აწყობს ისეთი განცხადებები, რომ თითქოს შეხვედრაზე საუბარი იყო ქართველ ნაციონალისტებზე“. მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენები კარასინის გასარჩევი თემა არ არის.