“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის აზრით, არარელევანტურია კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება დამნაშავის ამოცნობა და იდენტიფიცირება, ვინც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა.
მისივე თქმით, “იმის მტკიცება, რომ სჯობდა ყაჩაღი განადგურებულიყო, ხოლო ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ, ის ხელწერაა, რომელიც გარკვეული ტიპის პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ, ქვეყანას ახლახანს რომ მართავდნენ“. “ქართული ოცნების“ დეპუტატი დარწმუნებულია, რომ “ოპერაციის მეორე ეტაპი, რასაც დამნაშავის დაკავება ჰქვია, წარმატებით დასრულდება“.
როგორც ვოლსკი აცხადებს, ცალკეული მძიმე შემთხვევები დანაშაულის ორნახევარჯერ შემცირებულ სტატისტიკას ვერ შეცვლის.