პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ედისონ რისერჩის კვლევებს აფასებს. მისი თქმით მთავარი კვლევის ადგილი არის საარჩევნო ყუთი და იქ გადაწყდება ყველაფერი როგორც ვოლსკიმ პარტიების რეიტინგებზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, აღნიშნული კვლევა გარკვეულწილად პოლიტიკურად არის განპირობებული. რაც შეეხება ამავე კვლევაში აღნიშნულს, რომ ქვეყანა, გამოკითხულთა 57%-ის აზრით, არასწორი მიმართულებით ვითარდება, ვოლსკი აღნიშნულს არ ეთანხმება და აცხადებს რომ სწორ და არასწორ განვითარებას ზოგი სოციალურ პროექტებს უკავშირებს, უმუშევრობის მდგომარეობას, სოციალურ პრობლემებს უკავშირებს, რომელიც რეალურად არსებობს და შეკითხვას ემოციაზე აგებულს უწოდებს.
შეგახსენებთ, Edison Research-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 38%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 15% ; „ევროპული საქართველო“ - 6%. გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 3% ;