პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას არა ბოიკოტი, არამედ, დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, მმართველ გუნდში არც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე შეთანხმება შედგებოდა. მისივე თქმით ოპოზიციამ ისეთი კანდიდატურა წარმოადგინა რომელსაც პარალელური დათვლის გაყალბებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისივე განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს არაფერი დაეწუნებათ და ტყუილია რომ “ქართულ ოცნებასთან“ კავშირში არიან.