“2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ ამ თემას”,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ანონსს.
ვოლსკის განცხადებით, “სამწუხაროა, რომ მსგავსი “ფეიქ” ინფორმაციები ვრცელდება”.
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.