პარლამენტის ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი „ევროპული საქართვეოს“ ბრალდებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება" მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია , რადგან მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე ზნეობის, კანონის საწინააღმდეგოდ გამოდის და პოლიტიკური ამნეზია აქვს.