პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გი ვოლსკი NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას აცხადებს, რომ საქართველო მოწინავე ადგილზეა ყველა კვლევასა და რეიტინგში, რომელიც დემოკრატიას აფასებს. რაც შეეხება საკითხს, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ვოლსკის აზრით, ამას კვლევა არ სჭირდება, რადგან „საზოგადოებას, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა იყოს, პარლამენტი და სტაბილურობა სჭირდება”.
ამასთან, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან სოციალური და პანდემიის თემებით სპეკულაცია პოლიტიკურ ველზე დაძაბულობას წარმოშობს.