პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქვეყნის თავდაყირა დაყენების“ გეგმა აქვს. ამასთან, როგორც ვოლსკიმ სააკაშვილისა და უგულავას შეხვედრის შეფასებისას განუცხადა, მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული ორი პარტია ისედაც ერთი გუნდი იყო. ვოლსკის აზრით სავალუტო რყევების უკანაც „ნაციონალური მოძრაობა დგას. „მე ვფიქრობ, გარდა დესტაბილიზაციის მუქარისა, რომელსაც სახელმწიფო რა თქმა უნდა არ დაუშვებს, მათ აქვთ კიდევ ერთი მზაკვრული მიზანი, რომ დარტყმა მიაყენონ ეროვნული ვალუტის კურსს. ამაზე ფინანსური ექსპერტები ინტენსიურად საუბრობენ. ეს არის მათი სტრატეგიის რამდენიმე მთავარი მიმართულება“, - განაცხადა ვოლსკიმ.