პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, იმედი აქვს, საზოგადოება რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს. ვოლსკი ასევე იმედოვნებს, რომ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე დაწესებული სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ იქნება. ვიცე-სპიკერს აქვს მოლოდინი, რომ საზოგადოების არც ერთი წევრი კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დაცვას უპასუხისმგებლოდ არ მოეკიდება.