გია ვოლსკი - ლარის კურსის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის განცხადებებია - Palitra News

გია ვოლსკი - ლარის კურსის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის განცხადებებია

2018-11-08 14:17:21+04:00

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ასახელებს. როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს და ფინანსურ ბაზარზე აჟიოტაჟს ქმნის ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ ქვეყანაში ომი და დაპირისპირება უნდა იყოს, რაც რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას. ვოლსკის განცხადებით, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ იმ მზაკვრული მიზნის ნაწილია, რომ დარტყმა მიაყენონ ეროვნული ვალუტის კურსს, რაზეც ფინანსური ექსპერტები ინტენსიურად საუბრობე - განაცხადა ვოლსკიმ - განაცხადა გია ვოლსკიმ.