პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ავსტრიის ელჩის განცხადებას აფასებს და მას დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაში ადანაშაულებს. გია ვოლსკის განცხადებით, თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ. ელჩმა საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა. ცნობისთვის, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკომ ინტერვიუში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. როგორც მან აღნიშნა - "მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება".