ეს იქნება სიყალბის პიკი, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას. მისივე თქმით, საკითხებს ისინი არა მხოლოდ მათი, არამედ საზოგადოებაში არსებული განწყობების მიხედვით წყვეტენ.
"მინდა, იმ იმედგაცრუებას შევუერთდე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებს "ნაცმოძრაობა" და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.