საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, დარჩებიან თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, ამაზე გუნდი იმსჯელებს. მისი თქმით, გუნდის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
კითხვაზე იქნებიან, თუ არა პარლამენტში თანამდებობებზე ისინი წლის განმავლობაში, ვოლკსი პასუხობს: „ვნახოთ”. მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. მათ ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.