არ შეიძლება ვინმე კრემერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირო აშშ-ს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აქცია პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული და თავისი შინაარსით მავნებლურია. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.
შეგახსენებთ "პატრიოტთა ალიანსმა" აშშ-ს საელჩოსთან გუშინ საპროტესტო აქცია გამართა. პროტესტის მთავარი მიზეზი თბილისში, 10 სექტემბერს გამართული საერთაშორისო კონფერენცია - "Now What?" იყო.