ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე მაქვს კითხვები გამოძიებისადმი, კონკრეტული პოლიტიკური შეფასებაც მაინტერესებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ განუცხადა.ვოლსკის აზრით, გარიცხულია მუხთარლის საქმეზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას“ ეკისრებოდეს. დეპუტატმა ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუხთარლი საკმაოდ დიდი ხანი, მათ შორის “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მშვიდად ცხოვრობდა საქართველოში.