ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ყანჩელს ეკუთვნის არაერთი აღიარებული მუსიკა, რომელიც მან კინოსთვის და თეატრისთვის შექმნა. მას, ასევე, დაწერილი აქვს ორკესტრული, კამერული, საგუნდო და საოპერო ნამუშევრები.