მთელი პოლიტიკური ელიტა გვყავს ძალიან ღრმა კრიზისში, რომელიც ხელმძღვანელობს არა პოლიტიკური ალგორითმებით, ან საღი აზრით, არამედ სურვილებით. ერთს აქვს სურვილი, რომ შეინარჩუნოს ის „სიკეთე“ რაც ძალაუფლებას ნიშნავს და მეორეს უნდა ფეხების ბაკუნით ეს „სიკეთე“ გამოგლიჯოს ხელიდან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება იმ ხალხს იყოფენ და წარმომადგენლობაზე აქვთ პრეტენზია, რომელსაც „ერთიც ეჯავრება და მეორეც“.