მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იმ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი და უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.ხუხაშვილის შეფასებით, ახლა მიმდინარეობს ოპერაცია „ბუმერანგი“ და „ქართულ ოცნებას“ ბუმერანგივით უტრიალდება ყველა ის ბრალდება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში არსებობდა. ხუხაშვილის შეფასებით, მმართველმა პარტიამ სისტემასთან ბრძოლა წააგო.