გია გაჩეჩილაძის სიძემ, კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა. კომპანიის მტკიცებით, კარტელურ გარიგებას ტარიელ ხეჩიკაშვილი მფარველობს და შესყიდვების სააგენტოც ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობას ხელოვნურად ძირავს.გიორგი შარაშიძემ მედიასთან გაჩეჩილაძის ბრალდებები კიდევ ერთხელ გაიმეორა.მისი თქმით, „სიტროენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მისი დისკვალიფიკაცია ტენდერებიდან ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს, რომ ყველა ტენდერს ჩამოშორებულიყო შეთავაზებული დაბალი ფასის გამო იმ კომპანიებთან შედარებით, რომელსაც, მისი თქმით, სპორტის მინისტრი მფარველობს. „სიტროენ ჯორჯიას“ ორი საჩივარი აქვს წარდგენილი, ერთი კონკურენციის სააგენტოში, მეორე კი მიმდინარე დავა თბილისის საქალაქო სასამრთლოში ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.