გია გაჩეჩილაძე "საქართველოს მარადისობის დღეს" დააფუძნებს - Palitra News

გია გაჩეჩილაძე "საქართველოს მარადისობის დღეს" დააფუძნებს

2021-04-09 10:09:30+04:00

9 აპრილს მომღერალი „უცნობი“- გია გაჩეჩილაძე თანამოაზრეებთან ერთად „ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღეს“ დააფუძნებს.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აკა ჯიჯიხიამ განაცხადა ისინი თავდაპირველად „ევროპის მოედანზე“ შეიკრიბებიან, საბოლოდ კი ღონისძიება „დედაენის ბაღში“ დასრულდება.

დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება - საზოგადოებას მხოლოდ გია გაჩეჩილაძე მიმართავს.