თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების მხარდასაჭერი აქცია გამართ. როგორც უცნობი აცხადებს ვახო სანაიაზე ჯგუფური თავდასხმა არ მომხდარა. გაჩეჩილაძის თქმით, ის მოითხოვს, რომ ვიდრე ბრალის დამტკიცება არ მოხდება, ბრალდებულები გათავისუფლდნენ.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა სამი პირი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავა.