„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის ინფორმაციით, შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ამის შესახებ ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბარამიძემ დაკავებულის ვინაობა ვერ დააკონკრეტა.პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირის დაკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.დაკავებულები არიან ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.