"ღვინო, რომელიც კლავს": განმარტება ინფორმაციაზე, რასაც მაყურებლის გამოხმაურება მოჰყვა - "თავად ვარ მოწმე, ჩვენგან გაგზავნილი ღვინო გერმანელებმა უკან დააბრუნეს" - Palitra News

"ღვინო, რომელიც კლავს": განმარტება ინფორმაციაზე, რასაც მაყურებლის გამოხმაურება მოჰყვა - "თავად ვარ მოწმე, ჩვენგან გაგზავნილი ღვინო გერმანელებმა უკან დააბრუნეს"

2018-10-31 15:20:35+04:00

ადესისგან მომზადებულმა ღვინოს შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ან სიკვდილი გამოიწვიოს, ასეთი შინაარსის ინფორმაცია გადაცემის პირველ ნაწილში გაჟღერდა, რასაც მაყურებლის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ადესის მოყვარულების ნაწილი ჩვენგან წყაროს დასახელებას მოითხოვდა, საიდან ვფლობდით აღნიშნულ ინფორმაციას. იზაბელა, საქართველოში უკრაინიდან, ადესის რეგიონიდან შემოტანილი ვაზის ჯიშია, სწორედ აქედან დამკვიდრდა მისი მეორე სახელწოდება - ადესა. წინა გადაცემაში ჩვენ უკრაინელი მეღვინის, ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ალექსანდრე ლუკანინის ინტერვიუზე დაყრდნობით მივაწოდეთ მაყურებელს ინფორმაცია, ადესის ღვინის სახიფათო მხარეების შესახებ. ალექსანდრე ლუკანინს საკუთარი ლაბორატორია აქვს და უკვე არაერთი წელია სხვადასხვა ღვინის კვლევებითაა დაკავებული, ის ადესის ჩანაცვლებას, სხვა მსგავსი გემოს მქონე ჯიშებით გვირჩევს.

იხილეთ:

ყურძენი, რომელიც კლავს - რომელი ჯიშისგან არ გვირჩევენ ღვინის დამზადებას, რომელმაც შეიძლება ადამიანის დაბრმავება ან სიკვდილი გამოიწვიოს