„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 834 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მეორე პოზიციას რუსეთი იკავებს მილიარდ 473 მილიონი დოლარით.
იმ პროდუქტების ხუთეულში, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადის ექსპორტზე, ლიდერობს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 133 მილიონ 251 ათას 500 დოლარით; მას მოსდევს ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 114 მილიონ 504 ათას 200 დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა - მინერალური და მტკნარი წყლები 60 მილიონ 580 ათას 600 დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სპირტიანი სასმელები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები ინაწილებენ, შესაბამისად, 34 მილიონ 530 ათას 200 და 19 მილიონ 808 ათას 700 დოლარით.