თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-11 საერთაშორისო გამოფენა WineExpo Georgia 2018 გაიხსნა. ღონისძიებაში 12 ქვეყნის 150 კომპანია იღებს მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ღვინის კონკურსიც ჩატარდა. საერთაშორისო ჟიურის წევრებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინეს. საუკეთესო ღვინოებს კი უმაღლესი ჯილდო "ტროფი" მიანიჭეს.WineExpo Georgia რეგიონში, სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. ასევე მათი წარმოებისთვის საჭირო მასალებსა და მომსახურებაზე. გარდა ამისა, გამოფენა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, რომ გაეცნონ მეღვინეობის ხელოვნებას. ასევე შეხვდნენ მეღვინეებს; ღვინისა და სხვა სასმელების პოტენციურ მომწოდებლებს, გაეცნონ ინოვაციებსა და მრეწველობის ტენდენციებს.