ლისის ტბის მიმდებარედ ქართულ-ფრანგული ღვინის ტექნოლოგიების სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ცენტრის მშენებლობა სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება. საუბარია 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის, 4 სართულიან ნაგებობაზე, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით დადიანების სასახლეს არის მიმსგავსებული. შენობაში განთავსდება დაახლოებით 30 ოთახიანი სასტუმრო, ღვინისა და ყურძნის ჯიშების კვლევითი ცენტრი, ღვინისა და ჭაჭის მარნები, სადეგუსტაციო ოთახები, მუზეუმი, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ ელექტრონულად გაეცნონ მეღვინეობის სხვადასხვა ეტაპებს. ამასთან ერთად გოგირდის წყლის პოპულარიზაციის მიზნით გოგირდის წყლის აუზის გაკეთებაც იგეგმება. პროექტი ქართულ-ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.