"ღვინის ქარხანაში" "პრემია იკას" 2019 წლის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე პრემიის დამფუძნებელმა სანდრო კაკულიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის კულტურის დარგში მოღვაწე ნიჭიერი შემოქმედების აღმოჩენას ისახავს მიზნად.
ამასთან, "პრემიე იკა" საზოგადოებას უცნობ ხელოვანებს გააცნობს, მოტივაცია აუმაღლოს, პროფესიულ ზრდასა და შემოქმედების პოპულარიზაციაში დაეხმაროს. წელს, პრემია გაიცემა მუსიკის, პოსტერის დიზაინისა კედლის მხატვრობის დარგში. ასევე, დაწესდა Ika Impact და "საერთაშორისო აღმოჩენის" ნომინაციები.