ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით 2019 წლის7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47მილიონ 200 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.
ღვინის ექსპორტი გაიზარდაქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე, კერძოდ, ამერიკის შეერტებულ შტატებში 388 ათას 38 ბოთლი ღვინო გავიდა, დიდი ბრიტანეთში - 69 ათას 662, ჩინეთში კი 4 მლნ 249 ათას 687 ბოთლი.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში კი კვლავ რუსეთი ლიდერობს, სადაც საქართველოდან 29 მილიონ 132 ათას 711 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, მას მოსდევს, უკრაინა , ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი. ჯამში კი ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ მიმდინარე წლის 7 თვეში 114მილიონამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 6%-ით მეტია.
აგრარულ საკითხთა კომიტეტში ფიქრობენ, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია და ჯერ კიდევ ასათვისებელია არაერთი ევროპული ბაზარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ქართულ ღვინოს მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე არსებული ციფრები გვიჩვენებს.