ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართველი მწარმოებლებისთვის ონლაინ სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი“ გაიმართა სემინარში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ექსპერტები უძღვებოდნენ, 40-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. მათ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ გერმანიის ღვინის ბაზრის სტრუქტურას, ბიზნესპარტნიორთა მოძიების მეთოდებს, მომხმარებლის პრიორიტეტებს, შეეფასებინათ ექსპორტის პოტენციალი და ბარიერები.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანიის ორგანიზებით, გერმანიაში გაძლიერდება ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია.
გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. იგი ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა. გასულ წელს, საქართველოდან გერმანიაში 700 ათასამდე ღვინის ბოთლის ექსპორტი განხორციელდა