პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ჩინეთი - 29% ლიეტუვა - 38% აშშ - 3% ესტონეთი - 22% იაპონია - 11% და დიდი ბრიტანეთ - 2% თვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პანდემიის მიუხედავად, როგორც 2020, ისე მიმდინარე წელს, მარკეტინგული ღონისძიებები ძირითადად დისტანციურ ფორმატებში იმართება, რათა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია შენარჩუნდეს.