ღვინის ეროვნული სააგენტოს 11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მათივე ინფორმაციით, გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა საფერავი, 9 ათასამდე ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. შედარებისთვის, 2017 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, 22 ათას 500 ტონა ყურძენი იყო გადამუშავებული.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, რთველის დაწყებიდან, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4 ათას 200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმაც 70 მილიონ ლარს გადააჭარბა.