მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის ანაოლოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ღვინის ექსპორტი 94%-ით გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს 32 ქვეყანაში აღნიშნულ პერიოდში 8 მილიონ 777 ათას 275 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ყველაზე მეტი - 5 მილიონ 717ათას 289 ბოთლი ღვინო რუსეთში გავიდა, რომელსაც მოსდევს უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. 2016 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 51%-ით გაიზარდა ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტი.