2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 61 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ექსპორტის მატება აღსანიშნავია ჩინეთში, რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთსა და ლატვიაში. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება - რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. საანგარიშო პერიოდში 198%-ით გაიზარდა ჭაჭის ექსპორტი. მსოფლიოს 20 ქვეყანაში იანვარ-ოქტომბერში 219 ათას 183 ბოთლი ჭაჭა გავიდა.