ღვინის ბუტიკ-კაფე "ვაინ ენდ დაინ"-ში კომპანია "ქართული ღვინის სახლი"-ს ახალი პროდუქციის პრეზენტაცია/დეგუსტაცია გაიმართა. კომპანიამ წარადგინა ღვინის ახალი ბრენდი "დარდიმანდი" და ორი სახეობის პრემიალური ჭაჭა - ჭაჭა ვერცხლი და ჭაჭა მუხა,რომელივ მუხის კასრშია დავარგებული.ახალი ბრენდი "დარდიმანდი" მოიცავს ღვინის 9 დასახელებას, წითელ და თეთრ ღვინოებს, როგორც სუფრის ასევე, ადგილწარმოშობის დასახელების. "დარდიმანდი"-ს შეფუთვა გამოირჩევა მკვეთრი, თანამედროვე, დასამახსოვრებელი დიზაინით, რომელიც კომპანიამ სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შეიმუშავა. ახალი პროდუქციის შეძენა ღვინის მოყვარულებს უკვე შეუძლიათ ღვინის ბუტიკ კაფე „ვაინ ენდ დაინში „ რომელიც ცინცაძის 58 ნომერში მდებარეობს.