პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებული ნუგზარ მარღია ბრალდებას არ აღიარებს. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ჯერჯერობით საქმის დეტალებს სიღრმისეულად არ იცნობს, თუმცა საქმეში კითხვის ნიშნების არსებობაზე საუბრობს. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, საქმეში ერთ-ერთი პატიმარი რამდენჯერმეა დაკითხული, რაც კითხვის ნიშნებს იწვევს.