ღვიძლის გადანერგვა "ავერსის კლინიკაში" 2015წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, როგორც ნათესაური ასევე არანათესაური -ალტრუისტი დონორებიდან. 7 დეკემბერს ავერსის კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველად ჩატარებული ოპერაციის მიმოხილვა. აღსანიშნავოა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს 4 წლის ბავშვს "ავერსის კლინიკაში" ჩაუტარდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. პოსტოპერაციული პერიოდი მიმდინარეობს მშვიდად და პაციენტი და მისი დონორი მამა თავს კარგად გრძნობენ.