არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერები ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომელიც ორგანოების ჩიპებზე გადატანას გულისმხობს. ამ კუთხით მათ უკვე შექმნეს პლატფორმა Liverchip, რაც გულისხმობს ჩიპზე დატანილ ღვიძლს. ჩიპზე გადატანილი ორგანოები წარმოდგენილია როგორც მცირე ზომის მოწყობილობები, რომელიც შექმნილია მიკროორგანიზმებითა და ადამიანის უჯრედებით. იქმნება კომპლექსური სტრუქტურა, რომელიც ახდენს საჭირო ნივთიერებების ტრასნპორტირებას და მუშაობას ისე, როგორც ცოცხალი ორგანო. მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენება საკმაოდ ხშირად სხვადასხვა ცდისთვის, მათ შორის მედიკამენტების გასატესტად, თუმცა, პირველად ისტორიაში, მეცნიერებს სურთ რომ ჩიპზე ადამიანის ორგანო გადაიტანონ გენომების, იგივე ქრომოსომული სამემკვიდრეო ფაქტორების ერთობლიობის გამოყენებით.
ტექნოლოგია მკვლევარებს აძლევს საშუალებას მარტივად შეიტანონ ცვლილება გენებში იმისათვის, რომ სასურველ მიზანს მიაღწიონ, თუმცა, პროექტის ერთ-ერთი ავტორის სამირა კიანის განცხადებით, ამას შესაძლოა, საფრთხეები ახლდეს თან.