გუდაურში, საბაგიროზე დაშავებული 4 პაციენტი ღუდუშაურის საავადმყოფოს სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დატოვებს, ერთ მათგანს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობაც სტაბილურია, - ამის შესახებ ღუდუშაურის საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიის განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა.მისი განცხადებით, ამჟამად ღუდუშაურის საავადმყოფოში არის 5 პაციენტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მისივე თქმით, ღუდუშაურის საავადმყოფოში თავდაპირველად სულ 7 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა რამდენიმემ კლინიკა დატოვა და ამჟამად საავადმყოფოში 5 პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება ერთს, რომელიც რეანიმაციაშია, ექიმის განცხადებით, გუშინ ჩატარდა ოპერაცია ხერხემლის სვეტის დაზიანების გამო, ასევე დაზიანებული იყო მხარი და ლავიწი. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ექიმის ინფორმაციით, არის მცირედი დაზიანებები, დაჟეჟილობები, რომლებიც განსაკუთარებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებენ.