ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება პაციენტებს ვეღარ იღებს. მიზეზი სახელმწიფო დაფინანსების შემცირება გახდა. როგორც პალიტრანიუსს ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრმა მანანა ელიაშვილმა განუცხადა, კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება თვეში 57 ათას ლარიან დაფინანსების ნაცვლად მხოლო 33 ათას ლარს იღებს. მისივე განმარტებით, მთავრობამ დადგენილება 2017 წლის ჯანდაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებმა ამის შესახებ მხოლოდ 3 იანვარს გაიგეს.