"იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე, პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან" - ამის შესახებ სასტუმრობისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. მისივე თქმით, სასტუმროების ფასები იანვრის მეორე ნახევარში და თებერვალში თითქმის განახევრდა. იგივენაირად განახევრებულია ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობაც. "ქვეყანაში იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე თვითონაც და რუსეთმა დიდი სიამოვნებით ხელი შეგვიწყო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან. ირანელები და არაბები ამაყად გავყარეთ. დიდად სხვა ქვეყნების ტურისტები ამ არასეზონზე ისედაც არ გვწყალობდნენ და ვუყუროთ ეხლა ერთმანეთს და სტატისტიკას".