სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა წაიკითხა. მისმა უწმინდესობამ მრევლს შენდობა სთხოვა, ასევე, ილოცა საერო და სასულიერო პირთათვის.