ღმერთმა საავადმყოფოში ამ დაავადების გართულებით ნუ მოგახვედროთ, ექიმებმა რაც დავინახეთ, ნეტა არ გვენახა! - ლევან რატიანი - Palitra News

ღმერთმა საავადმყოფოში ამ დაავადების გართულებით ნუ მოგახვედროთ, ექიმებმა რაც დავინახეთ, ნეტა არ გვენახა! - ლევან რატიანი

2020-04-23 10:44:56+04:00

უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, თუ გვინდა, რომ მომავალ წელს გაზაფხული ვნახოთ, - ასე მიმართავს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მოსახლეობას.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სპეც პროექტი - კოვიდ 19“ რატიანმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ექიმების რჩევებს დაუჯერონ. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მათ შეახსენა ისიც, რომ ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც კოვიდინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ, მედიკოსები ყოველდღიურად მძიმე სურათის მომსწრე ხდებიან.