განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლის, - ამის შესახებ მან გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გვინდა ისეთი სკოლა, რომელიც ბავშვს იმისთვის ამზადებს, რაც ცხოვრებაში დასჭირდება. მინისტრი ყურადღებას ადამიანის სულიერი მდგომარეობის განვითარებაზე ამახვილებს. როდესაც კომაროვი ოქროს მედალზე დავამთავრე და გარეთ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ შენს უნარებზე კი არ არის აგებული ცხოვრება, არამედ სხვა ადამიანების გვერდში დგომაზე" - განმარტა მინისტრმა.