რომელიმე თანამდებობის პირის ოჯახის წევრი რომ მოხვდეს ავტოსაგზაო შემთხვევაში, მიიღოს მძიმე დაზიანება ან ფატალურად დამთავრდეს შემთხვევა, ალბათ, ძალიან სწრაფად მოხდება არა მარტო საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რაამედ სხვა ინტერვენციების გატარებაც, - ამის შესახებ ეკა ლალიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყება.