“ღირსეული პარტნიორი-2017ის” ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საბრძოლო სროლა გაიმართა. მასში ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მე-2 კავალერიის პოლკი, ჯავშანმანქანა და სტრაიკერები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონისა და აშშ-ის სატანკო სექციებით არის გაძლიერებული. წვრთნაში ასევე ჩართული იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკი, ამერიკული ტანკი “აბრამსი” და ქვეითთა საბრძოლო მანქანა “ბრედლი”. წვრთნების ფარგლებში საბრძოლო ტექნიკა ჯაველინი გაისროლეს. ჯაველინით გასროლა საქართველოში პირველად განხორციელდა. საბრძოლო სროლაში მონაწილეობა 3 ათასამდე ქართველმა და უცხოელმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.