„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სააგენტოს ფოტორეპორტიორს თავს რამდენიმე პირი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხა. მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. ამ წუთებში დაშავებული ფოტორეპორტიორი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ალადაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.
დაზიანებულია კამერაც.
მარშის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც. დაშავებულია კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი.