კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს, ჩვენ დავაფუძნებთ სხვა კონკურსს და მზად ვარ კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობისთვის, რათა დავაფუძნოთ ისეთი კონკურსი და პრემია, რომელიც შეეხება პირუთვნელად ყველას, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას კონკურს „ლიტერაზე“ საუბრისას განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ლიტერა“ კეზერაშვილის პრემია იყო.