ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა - Palitra News

ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა

2020-04-27 11:22:33+04:00

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა. თუმცა, მათი საქმიანობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვაა სავალდებულო.

უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა მომხმარებლებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.

ოპერირებისთვის აუცილებელი გზამკვლევი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა. მათ აღსრულებასსააგენტო ადგილობრვი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს.